LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამიკო, ხელი არ გაუშვა ელენეს, გაუფრთხილდი“ – ნათესავი გოგოს გადასარჩენად ზღვაში შესული და ტრაგიკულად დაღუპული მამაკაცის შვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

430
ლიზი გეგეჭკორი

რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული გალის რაიონში ტრაგედია დატრიალდა – მეათე კლასის მოსწავლე გოგო, ელენე ჭოლარია და მისი ბიძა, ზაზა გეგეჭკორი ზღვაში დაიხრჩო.

„ანგელოზი, X კლასელი გოგონა ნაადრევად წავიდა ზეცაში და ზაზა გეგეჭკორი ახალგაზრდა კაციც დავკარგეთ ნაადრევად!“ – ტრაგედია ოკუპირებული გალის რაიონში, გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას საშველად ზღვაში შესული ბიძა შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, „მამაკაცი ზღვაში გოგონას დასახმარებლად შევიდა, თუმცა როდესაც ის გარდაცვლილი ნახა, გული გაუსკდა და გარდაიცვალა“.

სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს გარდაცვლილი ზაზა გეგეჭკორის შვილი, ლიზი გეგეჭკორი:

„„სული მეწვის. ჩემი ყველაზე თბილი და ტკბილი მამიკო. ჩემი ანგელოზი ელენიკო.

ძალიან, ძალიან მენანებით ცივი მიწისთვის. მამიკო, ხელი არ გაუშვა ელენეს, გაუფრთხილდი…

მენატრებით უსაშველოდ. მიყვარხართ და მეყვარებით სამუდამოდ!!“ – წერს ლიზი გეგეჭკორი სოციალურ ქსელში.

სული მეწვის💔😭 ჩემი ყველაზე თბილი და ტკბილი მამიკოო😭💔💔💔 ჩემი ანგელოზი ელენიკოო😭💔💔💔 ძალიან,ძალიან მენანებით ცივი…

Posted by ლიზი გეგეჭკორი on კვირა, 03 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g