LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკეს

line

სამართალდამცველებმა 1987 წელს დაბადებული ბ.კ. ოჯახში ჩადენილი დანაშაულის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, 25 იანვარს, ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ.კ.-მ, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა.კ. მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

ვანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

საგამოძიებო მოქმედებები ვანში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები