პრემიერი მამუკა ბახტაძე აშშ-ის თავდაცვის მდივანს შეხვდა. 45-წუთიანი საუბრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველო ამერიკასთან ახალ მემორანდუმს და 5-წლიან ჩარჩო-შეთანხმებას გააფორმებს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი ევროპის და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრ სერ ალან დანკან შეხვდა. საუბარი შეეხო დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკასა და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მამუკა ბახტაძე ხვალ მონაწილეობა სმიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებს ეძღვნება.
ხვალვე, მთავრობის მეთაური საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მრგვალ მაგიდას უმასპინძლებს.