LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ბახტაძე „ბადაგონის“ საქმეზე კომენტარს აკეთებს

76

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე კომპანია “ბადაგონში” მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა კომპანიაში შექმნილი სიტუაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“ჩვენ გვაქვს სახეზე დავა ორ კერძო სუბიექტს შორის. არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ბიზნესის ინტერესი ჩვენთვის დგას ყველაფერზე მაღლა. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული საწარმო მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს აქტივის გარშემო. მე ამ მომენტისთვის არ ვფლობ ინფორმაციას, თქვენგან გავიგე. მე ის შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ ბიზნესის მაქსიმალური მხარდამჭერი,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ცნობილია, „ბადაგონის“ თბილისის სათავო ოფისი საქმიანობას დროებით წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g