საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ვაშინგტონში ბილ გეიტსს შეხვდა. შეხვედრა მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში გამართული ვახშმის ფარგლებში შედგა, რომლის მასპინძელიც სწორედ გეიტსი იყო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ბილ გეიტსს სიმბოლური საჩუქარიც გადასცა. კერძოდ, ვეფხისტყაოსანი.
დახურული ვახშმის სხვა დეტალები, რომელსაც ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ჩასული მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ, არ ხმაურდება.
ბახტაძე აშშ-ში 18 აპრილს გაემგზავრა.