LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მამუკა ჩარკვიანმა თავისი გულწრფელი შემოქმედებით და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა“ – ირაკლი კობახიძე

168
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„დარჩა ლეგენდის შესასვლელში სამარადჟამოდ, ვიდრე საქართველო იარსებებს! მარადიული ხსოვნის გარანტია მოიპოვა სიცოცხლეშივე!…“ – კოლეგები და მეგობრები მამუკა ჩარკვიანს ემშვიდობებიან

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მამუკა ჩარკვიანმა გულწრფელი შემოქმედებითა და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი მუსიკოსისა და ავტორ-შემსრულებლის, მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. ბატონმა მამუკამ თავისი გულწრფელი შემოქმედებით და უნიკალური საშემსრულებლო მანერით არაერთი თაობის მსმენელის აღიარება და სიყვარული მოიპოვა. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მისი შემოქმედების მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელს“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

„კაცი რომ ორი წელი არ მოვა შენს სანახავად, ის არ შეიძლება, შენი ახლობელი იყოს“ – როგორი იყო მამუკა ჩარკვიანის ბოლო წლები და როგორ იხსენებდა მამასთან ურთიერთობას

„მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო… წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული, შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში… სტროფში“ – რას წერს მამუკა ჩარკვიანის ქალიშვილი

„მამუკა ჩარკვიანის შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ქართული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად“ – კულტურის სამინისტრო

კახა კალაძე: „ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს! მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g