„ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი, არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო… მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო. ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ“ – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი წერს, რომ ქსენოფობია მიუღებელია:
„ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, „კაგებეშნიკური“ პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩემ წინააღმდეგ.
ბოლო ცილისმწამებლური კამპანია კი არა მარტო მე, არამედ ჩვენს მოძმე ხალხს, სომხებსაც შეეხო. მე ვუხდი მათ ბოდიშს „ოცნების“ უნამუსო და უზნეო ქსენოფობიური გამოხტომების გამო.
ჩემი რომელიმე წინაპარი სომეხი ან სხვა მოძმე ერის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, ღიად და თამამად ვიტყოდი ამის შესახებ, ვისაც ასეთი ამბები აწუხებს, ან ეუხერხულება თავისი წარმომავლობა – ქსენოფობია!!!
გაუმარჯოს ქართველების, სომხების, ებრაელების, აზერბაიჯანელების, ქურთების, იეზიდების და სხვა მოძმე და მონათესავე ერების ერთად ცხოვრებას ძლიერ საქართველოში!
ძლიერ საქართველოს გაუმარჯოს თავისი მრავალფეროვნებით, სილაღით და ნაღდი ურთიერთობით, ბიძინა და KGB უნდა დამთავრდეს 26 ოქტომბერს!!!
აქვე, ისე გაუმარჯოს თქვენს წინაპრებს, როგორც ჩემებს – ხუნდაძეებს, ხაზარაძეებს, ბაშალეიშვილებს და ადეიშვილებს!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
ივანიშვილის და მისი ხელქვეითების რუსული, "კაგებეშნიკური" პროპაგანდა ყოველგვარ ზღვარს გასცდა, რომელიც აი, უკვე რამდენიმე…
Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2024