LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „ენგურის ხიდთან მოვედით, რათა ძალიან ხმამაღლა ვთქვათ: რუსეთს, აგრესორს საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის“

141
მამუკა ხაზარაძე

„დღეს, ჩვენ ენ­გუ­რის ხიდ­თან მო­ვე­დით, რათა ის ტრა­გე­დია გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც 31 წლის წინ მოხ­და და რო­მელ­მაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა გაყო – ჩვენ აქ მო­ვე­დით იმი­სათ­ვის, რომ თა­ნა­ვუგ­რძნოთ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლას შეს­წი­რა და ოჯა­ხის წევ­რი და­კარ­გა“, – ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, მამუკა ხაზარაძემ ენ­გუ­რის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ, სო­ხუ­მის და­ცე­მის 31 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ენ­გუ­რის ხიდი უნდა გახ­დეს იმის სიმ­ბო­ლო, რომ „ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ავა­შე­ნებთ ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებ­თან და დებ­თან ერ­თად“.

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები დაეშვა

„ჩვენ აქ მო­ვე­დით იმი­ტომ, რომ პა­ტი­ვი ვცეთ იმ გმი­რებს, რომ­ლე­ბიც უან­გა­როდ, უკან მო­უ­ხე­და­ვად ჩა­ერ­თო თა­ვი­სი ქვეყ­ნის სა­და­რა­ჯო­ზე ჩვე­ნი მიწა-წყლის და­სა­ცა­ვად და ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლას სი­ცო­ცხლე შეს­წი­რა.

ჩვენ აქ მო­ვე­დით იმი­ტომ, რომ ვთქვათ ძა­ლი­ან ხმა­მაღ­ლა – რუ­სე­თი არის აგ­რე­სო­რი, რუსეთმა ეს ომი გა­აღ­ვი­ვა და რუ­სეთს, აგ­რე­სორს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ბო­დიშს არ მოუხდის. იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ომი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო არის რუ­სე­თის მიერ პრო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი.

კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მოღალატეობრივ გან­ცხა­დე­ბას, როცა ის ოკუ­პანტს, 2008 წლის ომის გამ­ჩა­ღე­ბელს ბო­დიშს უხ­დის. კი­დევ ერთხელ ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ოკუ­პანტს ბო­დიშს არ მო­უხ­დის.

ენ­გუ­რის ხიდ­მა გაყო ორი მო­ნა­თე­სა­ვე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, მე­ზო­ბე­ლი, ერთი ოჯა­ხე­ბი ერ­თმა­ნე­თი­სა­გან, მაგ­რამ ეს ხიდი ჩვენ უნდა გა­და­ვაქ­ცი­ოთ ხი­დად, რო­მე­ლიც გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნებს. ეს ხიდი უნდა გახ­დეს იმის სიმ­ბო­ლო, რომ ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად ავა­შე­ნებთ ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს ჩვენს აფხაზ, ოს ძმებ­თან და დებ­თან ერ­თად.

ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც ჩვენ „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მით და­ვი­წყებთ იმის აშე­ნე­ბას, რა­საც ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია“. – გა­ნა­ცხა­და მამუკა ხა­ზა­რა­ძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g