LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის – ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით“

406
ხაზარაძე-გახარია

გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის – ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ფეისბუქზე“ წერს.

ხაზარაძე გახარიას პარტიის ქმედებას შეგნებულ თავდასხმას უწოდებს.

„გახარიას პარტიის გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც დიდი ხანია აწარმოებს ჩემი და „ლელოს“ წინააღმდეგ.

მაინც ვიმედოვნებდი, რომ ამ გაუგებრობას ახსნა-განმარტებას მოუძებნიდით, ან ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით… ახლა ვრწმუნდები, რომ შეგნებულად დაგვესხით თავს, თუ ასე არაა, გვითხარით, რომ ვცდები და ახსენით!“, – წერს ხაზარაძე.

ირაკლი კობახიძე: „პარლამენტში არ არის არცერთი „ნაცის“ ადგილი, თუმცა, 12 „ნაცი“ მაინც რჩება – გახარიას პარტიას არ დაუწერია განცხადება საპარლამენტო მანდატების შეწყვეტის თაობაზე, თუ დაწერენ, მყისიერად შეუწყდებათ“

ცნობისთვის, გუშინ, მას შემდე, რაც პარლამენტის 49 ოპოზიციონერ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა გამოაქვეყნეს ბანერი, სადაც სამი ბარიერგადალახული ოპოზიციური ძალის ლიდერები არიან გამოსახული და ნათქვამია, რომ „49 ნაცი პარლამენტიდან გაძევებულია“. მოგვიანებით, ეს ბანერი გამოაქვეყნა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“, სადაც დამატებული იყო „ქართული ოცნების“ დეპუტატების გამოსახულებაც, წარწერით „დარჩენილია 89 ნაცი“.

„ამასობაში, ნაცობა აღიკვეთა საპარლამენტო რეალობიდან თან, სულ მათ სიმღერა სიმღერაში…“ – ნინო წილოსანი 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტაზე

გახარია-ს პარტიის გავრცელებული დღევანდელი ბანერი პირდაპირი კოპირებაა "ოცნების" ცილისმწამებლური პროპაგანდის, რომელსაც…

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Wednesday, February 5, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g