LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: მე და ალეკომ ჩამოვართვით ხელი – როცა ქვეყანას სჭირდება, პირადი დამოკიდებულებები მეორეხარისხოვანია..ბავშვობაში ჩხუბიც მომსვლია და მერე დავმეგობრებულვარ ამ ადამიანებთან, როცა უბნის ან ქალაქის საჭიროებები იყო

176
მამუკა ხაზარაძე

მე და ალეკომ ჩამოვართვით ხელი – როცა ქვეყანას სჭირდება, პირადი დამოკიდებულებები მეორეხარისხოვანია, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მოხდება თუ არა გაერთიანება, ხაზარაძის თქმით, ეს ახლად შექმნილი კოალიციის მსჯელობის საგანია და უახლოეს მომავალში გადაწყდება.

თაკო ჩარკვიანი: საბა ბუაძე დუჟმომდგარი კიოდა, ჩემს ხაზარაძეს რა აკადრე, რა მევახშეო, ამის მეოთხედი არ მითქვამს, რაც ელისაშვილმა ხაზარაძეს უთხრა, საბა, აღარ განერვიულდე, ბიჭუნავ, ხედავ, რა არ ხდება?!

„მე და ალეკომ გუშინ ჩამოვართვით ხელი. ძალიან კარგად მესმის ქვეყნის საჭიროება და არა ერთხელ მაქვს ნათქვამი, როცა ქვეყანას სჭირდება, ჩემი პირადი დამოკიდებულებები მეორეხარისხოვანია, შესაბამისად, გუშინ მოხდა ჩვენი ხელის ჩამორთმევა, როგორც ორი კაცი ართმევს ხელს და ქვეყანაზე ფიქრობს.

რაც შეეხება მისი პარტიის ჩვენთან შემოერთებას, ეს იქნება ჩვენი ახლად ჩამოყალიბებული პლატფორმის მსჯელობის საგანი და უახლოეს მომავალში შეგატყობინებთ. ბავშვობაში ჩხუბიც მომსვლია და მერე დავმეგობრებულვარ ამ ადამიანებთან, როცა უბნის ან ქალაქის საჭიროებები იყო. დღეს ჩვენ ქვეყნის წინა პლანზე ქვეყნის საჭიროებები გვაქვს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები