LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა“ – „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს

187
მამუკა ხაზარაძე დავით გამყრელიძე

„კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო შტაბს დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს“ – ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

დღესვე გაიმართა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ახალი ოფისის პრეზენტაცია.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პლატფორმა „ძლიერი საქართველო“ ყოველდღიურად იზრდება. მისი თქმით ამ ბრძოლაში დავით გამყრელიძემ თავად ითავა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო:

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა. ადამიანი, რომელსაც არასდროს, არცერთ კრიტიკული სიტუაციის დროს არ დაუფიქრებია ნეიტრალური პოზიცია. ადამიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლის ყველა წინა ხაზზე იდგა. ძალიან სერიოზული პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი და მინდა მადლობა გადავუხადო მას, რომ ამ ბრძოლაში მან ითავა, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო. მინდა, მივესალმოთ დათო გამყრელიძეს“ – განაცხადა ხაზარაძემ.

ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წარდგენა

ძლიერი საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის წარდგენა

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ხუთშაბათი, 15 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები