„ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა – ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია“, – ამის შესახებ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
აღნიშნულით იგი რამდენიმე ფონდის ხელმძღვანელის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და წერს, რომ „საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს!“.
„ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა.
„საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვნებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად… სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს“ – სახალხო დამცველი „ფონდების საქმეზე“ მიმდინარე ჩხრეკაზე
ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს არის ზეწოლისა და ძალადობის რუსული სცენარით განხორციელებული სპეცოპერაცია, რომელიც არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალიან ცუდად მოუბრუნდება!
საკუთარი ხალხის მჩაგვრელებს სწორედ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს! ნანუკა შენ გვერდით მიგულე, ვერავინ შეგვაშინებს!“. – წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, დღეს, დილით, პროკურატურის წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტების – მარიამ ბაჯელიძისა და მარიამ გეგუჩაძის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ ბინები გაჩხრიკეს. „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ტელეწამყვანისა და ჟურნალისტის – ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში კი ჩხრეკა ახლახან დასრულდა.
პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას.
გამოყენებულია ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ფოტო
ჩემი სოლიდარობა ნანუკა ჟორჟოლიანს და ყველა სამოქალაქო აქტივისტს, ვინც დღეს რეჟიმის მორიგი შეტევის სამიზნე გახდა. ეს…
Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Tuesday 29 April 2025