„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება აცხადებს, რომ ოთხი კოალიციის წევრებისგან უნდა შედგეს ჯგუფი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით წავა იქ, სადაც გარკვეული საკითხები წყდება.
„ამ ყველაფრის სათავეში პრეზიდენტი უნდა იყოს. ეს შეხვედრა უნდა მოხდეს პრეზიდენტთან. ოთხი კოალიციიდან უნდა ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, ყველა კოალიციას ჰყავს ძალიან მაღალკვალიფიციური ყოფილი დიპლომატები და ელჩები. უნდა შეიკრას მათი ჯგუფი და სასწრაფოდ გაიგზავნონ ყველა იმ დედაქალაქში, სადაც საკითხები წყდება. ოღონდ უნდა გაემგზავრონ, არა როგორც ცალ-ცალკე, არამედ ქართველი ხალხის, გამარჯვებული ხალხის სახელით“, – განაცხადა ხაზარაძემ.