LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „ქართული ბიზნესი სახალხო პროტესტს უერთდება, საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! – ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა ისტორიას არ ახსოვს“

134
მამუკა ხაზარაძე

„ქართული ბიზნესი საერთო სახალხო პროტესტს უერთდება! საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! – ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა ისტორიას არ ახსოვს. დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, დღეს „ბიზნესი, თავისუფალ ხალხთან ერთად, ისტორიული ცვლილებების გზაზე ახალ რეალობას ქმნის”.

„ქართული ბიზნესი საერთო სახალხო პროტესტს უერთდება! საერთო განცხადებას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს! – ბიზნესის წარმომადგენელთა ასეთი წინააღმდეგობა და ერთსულოვნება უახლეს ისტორიას არ ახსოვს.

დღეს ქართული ბიზნესი პროტესტში ხალხთან ერთად დგას და მეც ამაყი ვარ, რომ ამ პროტესტის ავანგარდში ჩემ მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან. ბიზნესი ქვეყნის ბიუჯეტის ხერხემალია, ის ქმნის სამუშაო ადგილებს. მის შექმნას კი წლები და ბევრი შრომა სჭირდება. დღეს ბიზნესი, თავისუფალ ხალხთან ერთად, ისტორიული ცვლილებების გზაზე ახალ რეალობას ქმნის. ეს ნიჭიერი ხალხი არასდროს გახდება რომელიმე ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა! ეს უკვე გამარჯვებაა!”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g