LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“

194
მამუკა ხაზარაძე

„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თუკი პოლიტიკური პარტია დღევანდელ პარლამენტში რჩება, ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის „რუსული პროექტია“. შესაბამისი განცხადება ოპოზიციონერმა ლიდერმა სოციალურ ქსელში გააკეთა.

„რჩები პარლამენტში?! – ხარ ბიძინას რუსული პროექტი!“, – წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“.

ირაკლი კობახიძე: „საუკეთესო ვარიანტი იქნება გახარიას პარტიასაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ბოლო წარმომადგენლობასაც შეუწყდეს მანდატები – არცერთი უცხოელი აგენტის ადგილი პარლამენტში არ არის“

ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს – ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის 49 ოპოზიციონერი წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა – რომელ ოპოზიციონერ  დეპუტატებს შეუწყდებათ სადეპუტატო მანდატი

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

მამუკა ხაზარაძე: „გახარიას პარტიის მიერ გავრცელებული ბანერი პირდაპირი კოპირებაა „ოცნების“ ცილისმწამებლური პროპაგანდის – ვიმედოვნებდი, ბოდიშს მაინც შემოგვითვლიდით“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g