„როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა! – მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს.
ხაზარაძე გამარჯვების მიღწევის გზებზე საუბრობს და მათ შორის, პროტესტის მრავალფეროვნებაზე:
„გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა საპროტესტო კერით – ინსტიტუტებში, საჯარო და კერძო სექტორებში, საზოგადოებრივ ადგილებში. როცა გართმევენ უფლებას და არ გაქვს სამართლიანი სასამართლო, ერთადერთი გზა რჩება – სახალხო დაუმორჩილებლობა!
მამუკა ხაზარაძე: „როგორც წესი, რუსული ოცნების „სტრატეგები” საპროტესტო ტალღას პულსს უთვლიან და ერთ ან მაქსიმუმ ორკვირიან სიცოცხლეს აძლევენ, თუმცა ამჯერად მათი მოლოდინი, რომ პროტესტი მინელდება, უიმედოა!“
„დღეს საქართველოს ახალ ისტორიას წერენ! და ეს ისტორია აუცილებლად იქნება ევროპული, თავისუფალი ქვეყნის – ბიძინა ივანიშვილის გარეშე!“.
ჩვენ შეგვიძლია ეს ქვეყანა დავიბრუნოთ და აღვადგინოთ თითოეული მოქალაქის უფლება.
ვითხოვთ ახალ არჩევნებს! სახალხო დაუმორჩილებლობა არის კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტური უფლება! მოგიწოდებთ, ერთად აღვუდგეთ წინ უსამართლობას და გაყალბებას! დავიბრუნოთ წართმეული უფლებები! ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!“ – წერს მამუკა ხაზარაძე.
გამარჯვება მიიღწევა მიზნისკენ დაუღალავი სიარულით, ნებისყოფით, სიმტკიცით, პროტესტის მრავალფეროვნებით და ბევრი სხვადასხვა …
Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Friday 15 November 2024