საქართველოს თითოეულ ჯარისკაცს ვულოცავ შეიარაღებული ძალების დღეს, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, ქართველი ჯარისკაცები საქართველოს უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტორები არიან.
„დღეს, როდესაც ქვეყნის საუკუნოვანი მტერი ასე ახლოსაა და გვიტევს ყველა ფლანგზე, თქვენ ხართ ჩვენი უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტი.
არ დავივიწყოთ, ჩვენ ანწუხელიძის ქვეყანაში ვცხოვრობთ და უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია სამშობლოს წინაშე!
ჩვენ, ყველა ერთად – ვემსახურებით საქართველოს!“, – წერს მამუკა ხაზარაძე.