LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძე: „წვრთნების გაუქმება, ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება, ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება – ეს ბოლო სამი დღის ამბებია, კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?“

139
მამუკა ხაზარაძე

„კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო?“, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

პაველ ჰერჩინსკი: ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია

მამუკა ხაზარაძე ეხმაურება გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით.

„ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ხაზარაძე ამბობს, რომ 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოში „რუსულ პოლიტიკაზე“. მისი თქმით, ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა:

პეტერ ფიშერი: „საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, გაწევრიანების პროცესი შეჩერდა, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა“

„1.ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება; 2. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის; 3. ევროკავშირის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებასთან დაკავშირებით; 4. გერმანიის გადაწყვეტილება, აღარ დააფინანსოს პროექტები საქართველოში. ეს ბოლო სამი დღის ამბებია… კიდევ აქვს ვინმეს კითხვები, სად მიჰყავს ბიძინას საქართველო? 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს საქართველოში რუსულ პოლიტიკაზე. ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია, ჩვენი ადგილი ევროპაშია. ქართველი ხალხის გამარჯვება ახლოსაა“ – წერს მამუკა ხაზარაძე.

პაველ ჰერჩინსკი: „30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ვგეგმავდით, გაყინულია, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც“

„როდესაც დიდი გაფართოების ტალღა რეალური გახდება, საქართველო ნამდვილად იქნება მისი ნაწილი – რისი პროცესია შეჩერებული? – არა უშავს, შევჩერდებით და მომავალი წლიდან გავაგრძელებთ“ – ბექა დავითულიანი

1. ამერიკელებთან ერთად სამხედრო წვრთნების გაუქმება; 2. ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება ჩვენი ჯარისთვის; 3….

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები