LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძემ გინდ ჩრდილოვანი კაბინეტი გააკეთოს, გინდ დასხივოსნებული, ამითი არაფერი შეიცვლება: ბექა დავითულიანი

70
ბექა-დავითულიანი

ხელისუფლება “ჩრდილოვან კაბინეტს” ბლეფად აღიქვამს, თუმცა მასში ცუდს ვერაფერს ხედავენ.

პარტია “ქართული ოცნების” წევრის, ბექა დავითულიანის განმარტებით მთავრობას საკრებულოშ უკვე არსებული უმრავლესობა აკომპლექტებს, რომელიც მმართველმა პარტიამ უკვე მოიპოვა.

მამუკა ხაზარაძეს აქვს თავისი კუთვნილი 2% და ამ 2%-ის ფარგლებში, საკუთარ პარტიაში როგორი კაბინეტიც უნდა ისეთი შეუძლია გააკეთოს,” – განაცხადა  ბექა დავითულიანმა.

მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების და ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობას ცდილობს.

დედაქალაქის “ჩრდილოვანი მთავრობა”  ოპოზიციის ნაწილმა დღეს უნდა წარადგინოს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ შემადგენლობა თითქმის შეჯერებულია

პოპულარულები