LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძემ გორის იზოლატორთან “ლელოს” ახალი წევრები წარადგინა

463
dfgrhh

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე მოძრაობის ახალი წევრების წარდგენას განაგრძობს.

„ლელოს“ ლიდერმა საზოგადოებას კიდევ ახალი 12 წევრი, ამჯერად გორის იზოლატორთან წარუდგინა.  ხაზარაძის განმარტებით, ეს კონკრეტული ადგილი სიმბოლურად მას შემდეგ შეარჩიეს, რაც „ლელოს“ ერთ-ერთი ახალი წევრი, გიორგი ბუნტური გორის დროებითი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანეს. ბუნტური 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დააკავეს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ახალი წევრების გორის პოლიციასთან წარდგენით მათი მოძრაობის დაკავებულ წევრს მხარდაჭერას უცხადებენ. “ლელოს” განცხადებით, გიორგი ბუნტური “ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთი პოლიტპატიმარია.

 

„ჩვენ წარვადგინეთ 12 ახალგაზრდა სხვადასხვა ქალაქიდან. ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც უსამართლოდ დაპატიმრებული ახალგაზრდები იქნებიან. ეს ახალგაზრდები საბჭოთა სასამართლომ გაასამართლა 1984 წლის დებულებებით, რაც ნიშნავს, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში ისევ საბჭოთა კანონებით ხელმძღვანელობს. იმის ნაცვლად, რომ ქვეყანამ  წინ იაროს, მიგვათრევენ უკან, საბჭოეთისკენ. ეს არის „ოცნების“ და მისი ხელმძღვანელობის მენტალობა, ქვეყანა ჩიხში შევიდა”, – განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა.

„ლელოს“ ახალი წევრები არიან:

გიორგი ბუნტური – დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობს სპორტის აკადემიაში. პარალელურად მუშაობს სარესტორნო მომსახურების სფეროში;

ცოტნე ხეცურიანი – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა კურსდამთავრებული, იმავე ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი, ვროცლავის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი. სამოქალაქო აქტივისტი, „აქცია მშვიდობა ომზე მეტიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის სოლიდარობისთვის გაიმართა;

ლევან გოგავა – ბიზნეს ადმინისტრაციის მიმართულებით უნივერსიტეტი დამთავრებული აქვს ლონდონში. უკრაინელ ინვესტორებთან ერთად დააფუძნა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც წარმატებულად ოპერირებს საქართველოს ბაზარზე;

მარიამ პატარაია – პროფესიით ჟურნალისტი. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) კურსდამთავრებული. პიარისა და მარკეტინგის კონსულტანტი;

დავით სირაძე – ფოთიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი. ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი. არასამთავრობო „უფლებების ლიგას“ წევრი;

დავით დვალიშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი. მუშაობს „ევექსის“ კლინიკაში;

მარიამ ყიფშიძე – წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტი. არასამთავრობო ორგანიზაციის, სტუდენტური პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. თომას ჯეფერსონის კვლევით ცენტრის დამფუძნებლის ასისტენტი;

მიხეილ მუმლაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი. ილიას თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტის თავმჯდომარე. სამოქალაქო აქტივისტი;

ბაჩანა ბარამიძე – საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტის სტუდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციის, სტუდენტური პარლამენტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრი;

გუგა კობახიძე – ტყიბულიდან, ჯიპას შრომის უსაფრთხოების ფაკულტეტის სტუდენტი. პროფესიით შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მენეჯერი;

მზარეული, ფარმაცევტი, ფერმწერი – ხაზარაძის გუნდის მეშვიდე თორმეტეული (ფოტოები)

დავით კვინიკაძე – ქუთაისიდან, აკაკი წერეთლის სახელობის ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტი;

პაპუნა თევზაძე – პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამართლის მიმართულებით, გავლილი აქვს საარჩევნო განვითარების სკოლა.

 

პარტია „ლელოს“ პრეზენტაციას მამუკა ხაზარაძე 12 დეკემბერს გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g