LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წაუყენებენ – რას ედავება პროკურატურა ბიზნესმენებს?

295
663aad8ddde4e76

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს.

ისინი ბრალის წარდგენის მიზნით პროკურატურაში დღეს დაიბარეს, რის შემდეგადაც პროკურატურა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

„2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)“, – განაცხადა პროკურორმა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის  მიზნით.

ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის  წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე“, – განაცხადა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g