ბატონო მამუკა, თქვენი მუსტანგი ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი, ძველი მანქანაა, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ზახარაძის განცხადებას, რომ „ცეცხლოვანი მუსტანგი, რომელსაც მალე შეაკეთებს, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას“.
ბექა დავითულიანის თქმით, მამუკა ხაზარაძე აჭრილია თავის წარმოდგენებში.
„მამუკა ხაზარაძე საერთოდ აჭრილია თავის წარმოდგენებში. ბატონო მამუკა, თქვენი მუსტანგი ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი, ძველი მანქანაა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
კალაძე „ლელოზე“: ისეთ სისულელეებს აკეთებენ, სირცხვილისგან მანქანაც კი დაიწვა