„ლეგიონის 300-მდე წევრი საქართველოს [ხელისუფლების მიერ] ძებნილადაა გამოცხადებული“, – ამის შესახებ უკრაინაში მებრძოლმა „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა The Insider-თან განაცხადა.
როგორც მამულაშვილმა აღნიშნა, მათი უმეტესობა ახლა უკრაინაშია. „ქართული ლეგიონის“ მეთაურის თქმით, ის არ იცნობს მებრძოლებს ხმალაძესა და ჭიღლაძეს, რომლებიც სუს-მა გამოკითხა.
„მე ვიწინასწარმეტყველე მოვლენების ეს განვითარება [უკრაინის მხარეზე მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა] მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი [ქართული ლეგიონის მებრძოლების] ძებნილთა სიაში შეყვანა დაიწყო.
ეს იმისთვის გაკეთდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი დაპატიმრების საფუძველი ჰქონოდა.
რუსული და ქართული სპეცსამსახურები დღეს სინქრონულად მუშაობენ. ბევრ ჩვენს ბიჭს, ვინც საქართველოში ბრუნდებოდა, ქართულმა სპეცსამსახურებმა ურჩიეს წასულიყვნენ. მათ უთხრეს: „აქ ბევრი რუსია, ჩვენ ვეღარ დაგიცავთ, გთხოვთ წახვიდეთ“.
უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი“ რუსეთმა „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა – რას ამბობს ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი
რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიებმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, სამხრეთის ოლქის სამხედრო სასამართლომ უშიშროების სამსახურის „მტკიცებულებების“ საფუძველზე, „ტერორისტულ ორგანიზაციად“ აღიარა „გასამხედროებული ფორმირება ქართული ნაციონალური ლეგიონი“
არ გამოვრიცხავ, რომ მოხალისეების ნაწილი რუსეთში იყოს ექსტრადირებული. მაგრამ მხოლოდ შემოდგომის არჩევნების შემდეგ. ქართველ მებრძოლების წინაშე მოახლოებული საფრთხის შესახებ ინფორმაცია აშშ-ში გავავრცელე.
დარწმუნებული ვარ, იქნება სანქციები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ. ჩვენ ეტაპობრივად გავამყარებთ სანქციებს ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ამაში მონაწილეობდა“. – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.