LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე ანდრო ჭიჭინაძეზე: „თუ შეურაცხყოფის გზას ირჩევენ, მაშინ შემოთვლებს თავი უნდა დაანებონ, თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ – ჩამოყალიბდნენ“

197
მამუკა მდინარაძე ანდრო ჭიჭინაძეზე

დღეს თუ მართალია ადამიანი, მას თავისუფლად შეუძლია სასამართლოში თავი გაიმართლოს და როდესაც სასამართლოში თავის გამართლების ასეთი საშუალება გაქვს, მაშინ უნდა „მიაწვე“ ბოლომდე ამას და თუ უდანაშაულო ხარ არავინ არ დაგაბრალებს დანაშაულს. შესაბამისად ამისა, ამას აღარ სჭირდება არც შემოთვლები და არც რაღაცის თხოვნები. უნდა ჩამოყალიბდე ამ დროს, როგორც ჩემ კლიენტებს ვურჩევდი ხოლმე როგორც ადვოკატი თავის დროზე, ისე ვურჩევ ნებისმიერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ანდრო ჭიჭინაძეზე საუბრისას განაცხადა.

საპროტესტო აქციებისას დაკავებული მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მისივე თქმით, როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება სჭირდება, როცა სამართლიან ქვეყანაზე და სამართლიან სასამართლოზეა საუბარი.

„მე შემიძლია გითხრათ, რომ მართალია, უდანაშაულო ადამიანს ნამდვილად არ ჭირდება ვინმეს დაცვა, გარდა საკუთარი ადვოკატისა, ან მითუმეტეს თავდებში ჩადგომა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მე ჩემი წარსული პროფესიიდან გამომდინარეც დავესესხები წინა გამოცდილებას, როცა ადამიანი უდანაშაულოა, მას არც თავდებობა სჭირდება, არც ვინმეს დახმარება, როცა სამართლიან ქვეყანაზე, სამართლიან სასამართლოზეა საუბარი, მათი აქციის ორგანიზატორების დროის განსხვავებით, რომელ ძალადობრივ აქციებშიც ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობას იღებდა, ის სინამდვილეში ვისი დაორგანიზებულიც არის, მათი დრო აღარ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ანდრო ჭიჭინაძის საქმემ „ძალიან ბინძური სახე მიიღო და ოპოზიცია მას პოლიტიკურ თამაშებში იყენებს“.

„მე ამაზე აღარ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ, რომ ძალიან ბინძური სახე მიიღო, იმ ადამიანს იყენებენ რაღაც პოლიტიკურ თამაშებში, ხან რაღაცას დააწერინებენ, ხან დედა სხვა ინტერესებს შვილის ინტერესებზე წინ დააყენებს და ა.შ. პოლიტიკურ ინტერესებს, წარმოუდგენელია ჩემთვის, მაგრამ ჩემი საქმე არ არის, რაც უნდათ ის ქნან, მაგრამ შემოთვლებს თავი დაანებონ და ჩამოყალიბდნენ – ან გამართლებაზე იზრუნონ, თუ მართალია უნდა გამართლდეს და თუ მტყუანია, მაგ შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ ან ერთი გზა უნდა აირჩიონ ან მეორე გზა უნდა აირჩიონ, ჩამოყალიბდნენ რა უნდათ და ამ გზას თუ ირჩევენ, შეურაცხყოფისას, მაშინ შემოთვლებს უნდა დაანებონ თავი და თუ შემოთვლები, თავდებობა და დახმარება სჭირდებათ, მაშინ ამისი პირობები გადავეცი საჯაროდ და მაშინ შეურაცხყოფას უნდა დაანებონ თავი და ჩამოყალიბდნენ. ამის იქით მე ამაზე კომენტარს აღარ გავაკეთებ, უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ მითუმეტეს რამდენიმე ათეულ ადამიანს შეიძლება ითქვას“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g