LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს

117
BeFunky-collage (10)

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმართავს.

მისი თქმით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა შეძლო ქართველების გაბედნიერება.

„ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ანთებული თვალებით დადის ხალხი. ეს შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა!

ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა!

დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ ეროვნული ნაკრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს!!!

გამარჯვება ბიჭებო!!!“ ,- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები