LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით!“

150
მამუკა მდინარაძე

„ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით!“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მდინარაძის განცხადებით, დაორგანიზებული ბულინგი მიმდინარეობს ტელეკომპანია „იმედის” მიმართ.

მდინარაძის თქმით, „ფსევდო ლიბერალებს“ რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ, „ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ბომბებით წვა კი არა, მშვიდობაზე ლოცულობენ“

„დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია „იმედის” მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის მიერ გამოყენებული ფრანგული სიტყვის პირდაპირი თარგმანი „სიამაყეა” და სხვა აზრის ძებნა ამ სიტყვაში, უბრალოდ, ამორალურობააო ოლიმპიადის გახსნიდან გამომდინარე კონტექსტიც საერთოდ არანაირ კავშირშიაო…და ასეთი ისტერია საქართველოში რატომ? ცუდი და ამორალურია რომელიმე განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლებების მხარდაჭერა? მკრეხელობაა? მსგავსი რამ „ქართული ოცნების“ ყველაზე კონსერვატორ ამომრჩეველსაც არ უთქვამს, ჩვენ მხოლოდ ამორალურ და მომავალი თაობების დამაზიანებელ პროპაგანდას ვებრძვით! რა სჭირთ ამ ბოლო დღეებში ფსევდოლიბერალებს? რუსეთის მიმართ სანქციებიც კი აღარ მოსწონთ, აღარ ითხოვენ! ომზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი, ბომბებით წვა კი არა, მშვიდობაზე ლოცულობენ…ერთი დარჩა, ცოტა ხნის წინ მიღებული კანონი რუსული კი არა, გამჭვირვალობისაა და უდავოდ სასარგებლო, ქართული, ეროვნულია და ქვეყნის სუვერენიტეტს ამყარებსო – უნდა თქვან. დანარჩენში უკვე ზედმეტად გადაგვისწრეს“ – წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.

დაორგანიზებული ბულინგი ტელეკომპანია “იმედის” მიმართ: მაკრონმა ლგბტ პირების მიმართ მხარდაჭერა კი არ გამოხატა, უბრალოდ მის…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on კვირა, 28 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები