LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „გამოეფინა აგენტურა – „FARA“-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!“

114
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ კანონპროექტზე ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს ეხმაურება.

„დათბა დღეს… ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა – „FARA“-ც რუსული კანონიაო…

ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი პროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“, აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანია.

პარლამენტში „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ სახელწოდებით FARA-ს სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი პროექტი დარეგისტრირდა, რომელშიც მათ შორის გადმოტანილია ტერმინები – „აშშ-ს პრეზიდენტი“, „კონგრესი“, „სახელმწიფო დეპარტამენტი“, „ხაზინის მდივანი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g