LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი „ნაცები“, მათი სხვა პარტიები, „ენჯეოები“, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ“

233
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც უშუალოდ  არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.

„წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის” – არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოგონილი, ეს სასაცილო წინადადება ალბათ გახსოვთ… უყურეთ გივი მიქანაძის ბრიფინგს და ნახავთ, რა არის სინამდვილეში წაშლილი ზღვარი!

„ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული – მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან“ – გივი მიქანაძე

ზღვარი კი არა, ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი ნაცები, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო „დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ“. – წერს მამუკა მდინარაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g