LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურას, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები

109
მამუკა მდინარაძე (1)

ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე: ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, “ნაციონალური მოძრაობა” და სხვა პოლიტიკური პარტიები, რეალურად წარმოადგენენ აგენტურას და ისინი “ქართული ოცნების” ოპონენტები არ არიან. მისი თქმით, ქართული ოცნება “გლობალური ომის პარტიას” უწევს ოპონირებას.

“”ნაცმოძრაობა”, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ აგენტურას და არა პოლიტიკურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში, იმდენად დიდი ძალების საერთო ინტერესი გახლავთ, რომ ეს ქვეყანა მეორე და მესამე ფრონტი იყოს, ეს ქვეყანა პლაცდარმი იყოს იმისათვის, რომ რუსეთი შესუსტდეს. ეს შეიძლება კარგი მიზანი იყოს, მაგრამ, ამისათვის ქვეყანა არ უნდა გავანადგუროთ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები