„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით გაკეთებულ გაცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „სცენარის მიხედვით, ახლა ყველა [ოპოზიციიდან] უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ პარლამენტში არ შემოვლენ“:
სალომე ზურაბიშვილი: „გვინდა ყველა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე – ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს“
პრეზიდენტის შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა..
„სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით ახლა ყველა უნდა გამოვიდეს და თქვან, რომ არ შემოვლენ პარლამენტში. აბა ვნახოთ“. – წერს მამუკა მდინარაძე.
სალომე ზურაბიშვილმა არჩევნები იყო რუსული და მე მას ვერ ვაღიარებო. (მარტო ლავროვი შემიძლია ვაღიაროო). სცენარის მიხედვით…
Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on Sunday 27 October 2024