პოლიტსაბჭოს ახალი წევრი მამუკა მდინარაძე სავარაუდოდ, პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” სიაში იქნება. ეს ინფორმაცია, მდინარაძემ დღეს არ გამორიცხა.
” შეიძლება მოხდეს ისე, რომ პოლიტსაბჭოდან ზოგი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდურად მივიღებთ და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი”, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძე მოქმედი ხელისუფლების ჩავარდნებსა და გაკეთებულ საქმეებზეც საუბრობს. ყველაზე დიდი ჩავარდნად მდინარაძე ინფორმაციის და გაკეთებული საქმის საზოგადოებამდე ვერ მიტანას ასახელებს. ყველაზე დიდ მონაპოვრად კი სიტყვის და ბიზნესის თავისუფლებას მიიჩნევს.