LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა ყურაშვილი მოქალაქეების გაფრთხილებაზე: „შეზღუდული ვიყავი დროში და ვერ მოვახერხებდი ამის გაკეთებას, ამას ცალკე ბრძანება და ნებართვა სჭირდება“

198
ყურაშვილი

„შეზღუდული ვიყავი დროში და ვერ მოვახერხებდი ამის გაკეთებას, ამას ცალკე ბრძანება და ნებართვა სჭირდება, ჩემგან ასეთ განცხადებას“, – ამის შესახებ გენერალმა, მამუკა ყურაშვილმა მოქალაქეების გაფრთხილებაზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხები განიხილება, 2008 წელს სამშვიდობო ოპერაციების შტაბის უფროსმა მამუკა ყურაშვილმა, კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ მოსახლეობის გაფრთხილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მამუკა ყურაშვილი: „სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში, თემურ იაკობაშვილი კონფლიქტის ზონაში ერთხელ იყო ჩასული – მისი განცხადება საკონტროლო კომისიის შესახებ იყო „სამარცხვინო, კატასტროფული და დამაზიანებელი“

თეა წულუკიანმა მამუკა ყურაშვილს მიმართა, „რა, ან ვინ გიშლიდათ ხელს, ან ვისი რიდი გქონდათ, რომ პირდაპირ გეთქვათ, რომ მე გენერალი ყურაშვილი ვაფრთხილებ ჩემს უფლებამოსილების არეალში მოქალაქეებს, გთხოვთ დატოვოთ არეალი, ან დაკავშირებოდით ქურთაში ადგილობრივ ადმინისტრაციას, რომელსაც დიმიტრი სანაკოევი ხელმძღვანელობდა და ჩვენ აქ მინისტრი მოვისმინეთ, ბატონი თამაზ ბესტაევი, მათთვის მაინც დაგერეკათ და გეთქვათ, რომ უზრუნველყავით ზრუნვა მოქალაქეებზე, რატომ არ გააკეთეთ ეს პირდაპირ? ვინმე გიკრძალავდათ თუ რამის რიდი გქონდათ?“ დასმულ კითხვას მამუკა ყურაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„სამხედრო წესდება მიკრძალავდა. პოლიტიკურ განცხადებას მე ვერ [გავაკეთებდი]“. კომისიის თავმჯდომარემ ყურაშვილს განუმარტა, რომ სამშვიდობო ფუნქციის მთავარი პრიორიტეტი იყო მშვიდობიან მოსახლეობაზე ზრუნვა, შესაბამისად, „ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, რატომ არ გააკეთეთ პირდაპირ ეს განცხადება?“ რაზეც მამუკა ყურაშვილმა განაცხადა, „ალბათ უფრო მშვიდი გარემო არის საჭირო. პრესკონფერენციასავით უნდა გააკეთო.

„მოდით, ახლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ, არ დავინახო, რომ ტონს აუწიოთ, აქ არც ერთი არ გეგონოთ თქვენზე ნაკლები მამაკაცი ვინმე“ – თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს

შეზღუდული ვიყავი დროში ძალიან და ვერ მოვახერხებდი ამის გაკეთებას და ამას ცალკე ბრძანება და ნებართვა სჭირდება ჩემგან ასეთ განცხადებას“. მამუკა ყურაშვილის თქმით, პირდაპირ მოწოდებაზე, რომ მოქალაქეებს დაეტოვებინათ არეალი, ნებართვა არ ჰქონია.

magti 5g