პროდიუსერი კახა მამულაშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ლელა წურწუმიას ბოლო კლიპის რეაქციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიზანი მიღწეულია:
„როდესაც ლელა ხვეული თმით და საცურაო კოსტიუმით ჩამოვიდა, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო. ლელასთან მიმართებაში რა უნდა გამკვირვებოდა, მაგრამ მართლა ყბა ჩამომივარდა. სხვათა შორის როდესაც ეს კლიპი დატრიალდა, ბევრი ხუმრობით წერდა, მამულიჩ, წავიდა შენი დრო, დაგემშვიდობა ლელაო…
რატომღაც საზოგადოებამ დიდ სითამამედ აღიქვა ლელასგან კლიპში საცურაო კოსტიუმით გამოჩენა…
უკაცრავად და აუზზე ჩოხა-ახალუხით დადიან?! საერთოდ, ლელას ფოტოებს, რომლებიც აუზზე ან ზღვის სანაპიროზე არის გადაღებული, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და არ ვიცი, რატომ ნებისმიერი სხვა უცხოელი მომღერალი რომ ყოფილიყო, საერთოდ არ ექნებოდათ რეაქცია, პირიქით, აღფრთოვანებულები დარჩებოდნენ. მგონი, ლელას კადრებში არაფერია არაესთეტიკური. ძალიან ლამაზი პროდუქტი შევთავაზეთ საზოგადოებას. არავინ თქვას, რომ საქართველოში შოუბიზნესი არ არსებობს. ამ კლიპის განხილვა მიდის და სოციალური ქსელი ამ თემით არის მოცული.საბოლოო ჯამში, ჩვენს მიზანს მივაღწიეთ და ყველა გავაკვირვეთ. ზოგადად, როდესაც შოუბიზნესში ხარ, ყველანაირი კომენტარისთვის მზად უნდა იყო“.
მომღერალი ლელა წურწუმია უჩვეულო იმიჯით კვლავ გვაოცებს
„ეს გოგო ჩვენს გაოცებას არასდროს შეწყვეტს“ – ლელა წურწუმია ახალ ფოტოებს გვიზიარებს