LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან [ფარცხალაძემ] გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან… ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით მოპოვებული არ არის“ – ალექსი ბატიაშვილი

159
ალექსი ბატიაშვილი

„მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც კომენტარებიც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, მოპოვებული არ არის“ – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ალექსი ბატიაშვილმა, ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

ბატიაშვილის განცხადებით, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს:

„მან გამოძიებას მისცა იგივე ჩვენება, რაც კომენტარებიც საჯარო სივრცეში გაკეთდა მისი მხრიდან. შესაბამისად, რაიმე ახალი მტკიცებულება არც რომელიმე პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან, არც გამოძიების მიერ ამ ეტაპზე ჯერჯერობით, მოპოვებული არ არის. მტკიცებულებების მოპოვება არის გამოძიების საქმე, მაგრამ ამ ეტაპზე არანაირი მტკიცებულება არ არის მოპოვებულო“- განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-მა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების საფუძველზე, სუს-ში საკითხის შესწავლა 15 სექტემბერს დაიწყო, ხოლო გამოძიება 19 სექტემბერს, სსკ-ის 319-ე მუხლით.

„ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ“ – რობინ დანიგანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g