LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა

76

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტი დატოვა. აღნიშნულის შესახებ კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

ამასთან, უწყებაში უარყვეს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მანანა ბერიკაშვილმა მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა.

თანამდებობაზე რჩება პროექტის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი, მანანა ბერიკაშვილს კი სხვა მოადგილე ჩაანაცვლებს, რომლის ვინაობა ხვალ გაირკვევა.

გასულ კვირას, მწერლებთნ და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მანანა ბერიკაშვილის განცხადებას ემოციური უწოდა.

mazda magti 5g