მცირე ხნის წინ რეჟისორი ლევან წულაძე და მსახიობი მანანა კოზაკოვა ბებია-ბაბუა გახდნენ, მათ ქალიშვილს, თინათინ წულაძეს ვაჟი, ანდრო შეეძინა. მსახიობი გადაცემა „ჩათში“ პასუხობს კითხვას, რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც ბებია გახდა.
მანანა კოზაკოვა და ლევან წულაძე შვილიშვილს სოფელში ზრდიან
მანანა კოზაკოვა:
„ისე ვნერვიულობდი, რომ არაფერი მახსოვს. ძირითადად, ჩემს შვილზე ვფიქრობდი და არა შვილიშვილზე, ძალიან დიდი ბოდიში ანდროსთან. საოცარი გრძნობა იყო მისი დანახვა. უცებ ხედავ, რომ ტიპია, რომელიც თან ჰგავს შენს შვილს თან – არა. თან ის არის, თან – არა. რომ გამომხედა, მივხვდი, რომ ჩემს შვილს ჰგავს. მაინც მას ვუკავშირებ ყველაფერს. ჯერჯერობით არ მაქვს ის გრძნობა, რომ შვილიშვილმა შვილი დამავიწყა. ბედნიერებაა, რომ ეს პატარა არსება შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, ყველაზე კაი ტიპია, ვისაც ახლა ვიცნობ…“