მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პრესსპიკერი, მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აჟიოტაჟს, რომელიც ინაუგურაციასთან დაკავშირებით არის ატეხილი. მისი თქმით, ერთადერტ, რაც გუშინდელ დღეს მოეწონა, მაკა ჩიჩუა იყო.
დანარჩენის შესახებ მის სტატუსში წაიკითხეთ:
„რაც გუშინ მომეწონა და ვინც მომეწონა, ეს მხოლოდ მაკა ჩიჩუაა იყო… ბოდიში და არც ინაუგურაცია, არც ოპოზიცია, არაფრად არ ვარგოდა… აი, სხვაგან ხართ, სხვაგან. ერთს ეშინია და ჩაიკეტა გალავნის შიგნით, მეორე ვერ მიხვდა, რომ ასე გაშლეგებული სირბილი არც სტრატეგიაა და არც ამომრჩევლის დაკვეთა. აღარ არის გარეთ 2003 წელი, სულ სხვა რაღაც სჭირდება იმ 800 ათას ადამიანს, ვინც მხარი დაგიჭირათ, ბრძოლა და პროტესტი არ ნიშნავს არც ყვირილს და და არც ლანძღვას…
რაც შეეხება ხელისუფლებას, ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის ის, რომ არც ბალტიისპირეთის და არც ჩვენი რეგიონის ლიდერები არ იყვნენ ინაუგურაციაზე, არც ერთი სენეტარო აშშ-დან….ეს მეგობარ და სტრატეგიულ პარტნიორებს რაც შეეხება… დანარჩენს აღარ გავაგრძელებ… მართლა „დიდი სოფელი“ ვართ“.