LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა მენაბდის ტრაგიკული სიყვარულის ამბავი – „დედამისს არ სურდა მანანა მენაბდე…“

1085
mananamenabdenews

ია ფარულავას გადაცემას „ფარული კონცერტი“ ცნობილი მუსიკოსი, მანანა მენაბდე სტუმრობდა. გადცაემის ბოლოს მას ია ფარულავამ კონცერტი მიაწოდა, სადაც იმ ადამიანის სახელი ეწერა, რომელიც მანანა მენაბდეს ძალიან უყვარდა, მასთან ოჯახის შექმნაც სურდა, თუმცა მამაკაცის დედა მათი ურთიერთობის წინააღმდეგ წავიდა. მას შემდეგ მანანა მენაბდეს ოჯახის შექმნაზე არ უფიქრია და მარტო ცხოვრობს.

„ძალიან მიყვარდა და მასაც ვუყვარდი. დედამისს არ სურდა მანანა მენაბდე. ჩემი მეგობრები არიან იმის მოწმეები, რომ დედამისმა აქ, თბილისში მომიხადა ბოდიში… თუ ოჯახს შევქმნიდი, ეს მხოლოდ მასთან იქნებოდა. ახლა საზღვარგარეთ ცხოვრობს არაჩვეულებრივ მეუღლესა და შვილებთან ერთად. აქაც ჰყავს შვილი.

ასეთ რთულ ვითარებაში ცუდად მოიქცა. ერთი კვირით მარტო დამტოვა. მას არ უფიქრია იმაზე, მე რა მდგომარეობაში ვიქნებოდი იმ დროს. მერე მოვიდა ჩემთან და მითხრა, მაპატიე, მაგრამ არ შემეძლო, შენ გამოგყოლოდი, რადგან დედაა ჩემიო. ახლა ვესაუბრე დედას, გადავწყვიტე ყველაფერი და მინდა, ერთად ვიყოთო. მე ვუპასუხე, რომ მას ერთი კვირით დააგვიანდა… ფაქტობრივად, იმ ქალმა სახლიდან გამომაგდო. დავრჩი ქუჩაში, სიცივეში, მარტო. არც კი გამომყოლია არავინ. ცუდ დღეში ვიყავი ძალიან. გამოცდილება არ მქონია. 24 წლის ვიყავი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g