LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანანა თოქმაჯიშვილი: „ვინ, თუ არა ამ კაცმა იცის ამ ტრაგედიის ფასი, გუდაურში მომხდარი რამაზ დავლაძესაც შეეხო“

972
296629938_421845876633052_3074769414672815546_n

რამაზ დავლაძე, რომელმაც გასული წლის 8 ოქტომბერს, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის დროს ოჯახის ოთხი წევრი დაკარგა, გუშინ სამების ტაძარში, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

“ჩემზე უკეთ არავინ იცის რას ნიშნავს ადამიანის გამოკლება, მინდა მათი ტვირთი ცოტა მეც ვზიდო” – დაზარალებული, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა, გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების გასაცილებლად თბილისში ჩამოვიდა

სამოქალაქო პანაშვიდზე მისული დავლაძის ფოტოს სოციალურ ქსელში თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი აქვეყნებს და წერს, რომ მომხდარი ტრაგედია არა მხოლოდ გარდაცვლილთა ოჯახებს, არამედ რამაზ დავლაძესაც შეეხო:

“ვინ, თუ არა ამ კაცმა იცის ამ ტრაგედიის ფასი – იცის რა გაუსაძლისი ტკივილია ახლობლების გარდაცვალება და რამხელა დანაკლისია ქვეყნისთვის თითოეული პროფესიონალი მაშველის, მფრინავის თუ მედიკოსის დაკარგვა.

რამაზ დავლაძეს მეუღლე, ორი შვილი და ძმა შარშან, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაეღუპა. მან საკუთარი თვალით ნახა, რა ჯოჯოხეთური ძალისხმევა, ზუსტი ცოდნა და უდიდესი პასუხისმგებლობა დგას მაშველების მიერ გაწეული სამუშაოს უკან.

გუდაურში მომხდარი ტრაგედია მარტო გარდაცვლილთა ოჯახებს არა, რამაზ დავლაძესაც შეეხო, თითოეულ ჩვენგანს შეგვეხო”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

“გაუფრთხილდით ვინც გყავთ, ღმერთმა დაიფაროს ყველა, ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდეს…” – დაზარალებულის ემოციური მიმართვა, რომელმაც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ოჯახის 4 წევრი დაკარგა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g