LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერი – ბარსელონა: მატჩამდე

678
2562373-53146170-2560-1440

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს განსაკუთრებული თამაშია: „მანჩესტერი“-„ბარსელონა“. აფიშა ისეთია, კომენტარიც არ უნდა, მაგრამ რაღაცეები მაინც ვთქვათ.

ბოლო 10 წელიწადში „ბარსა“ და „მანიუ“ ორჯერ შეხვდნენ ლიგის ფინალში. ორივე კატალონიელებმა მოიგეს. მესი უკვე მესი იყო.
თუმცა მას მერე გუნდები გვარიანად შეიცვალნენ.

ბოლო ოთხი მატჩიდან „იუნაიტედმა“ სამი წააგო. პრემიერლიგაში გუნდი ოთხეულისთვის გააფრთებით იბრძვის.
„ბარსამ“ კი ბოლოს ლა ლიგაში 11 ნოემბერს წააგო. ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ ერთი ფრეა. ყველაფერი მშვიდადაა, განსაკუთრებით 11-ქულიანი სხვაობა ჩემპიონატში.

 

ოლე გუნარ სულშერი (მანჩესტერი):

„ეს მატჩი ყველაზე მნიშვნელოვანია. როდესაც წილისყრაზე „ბარსა“ ვნახეთ, ყველას გაგვეღიმა, რაოდენ რთული ამოცანა გვიწევს“.

ერნესტო ვალვერდე (ბარსელონა):

„მეტოქის ძლიერი თვისება მარტო სტანდარტულები არ არის. მათ ფრთეები შეესხათ წინა რაუნდში გამარჯვებით. ჩვენ წინ წასვლა გვინდა, ამიტომ მეტოქის სტანდარტებს და გულშემატკივრებს ყურადღება უნდა მივაქციოთ“.

 

ერთმანეთის პირისპირ

„ბარსელონამ“ „მანჩესტერი“ 2008/09 და 2010/11 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალებში დაამარცხა.

იმ ფინალებიდან „ბარსას“ შემადგენლობში დარჩნენ მესი, პიკე და ბუსკეტსი.

სულ „ბარსა“ და „მანიუ“ 11-ჯერ შეხვედრილან: ინგლისელებს სამი მოგება აქვთ, კატალონიელებს ოთხი.

1994/95 წლების სეზონში „ბარსამ“ „იუნაიტედს“ ყველაზე დიდი ანგარიშით მოუგო – 4:0.

ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში „იუნაიტედს“ ¼ ფინალში 13-ჯერ უთამაშია. 12 ფერგიუსონის დროს, ერთიც მოიესის.

„მანჩესტერს“ მაინც და მაინც კარგი სტატისტიკა არ აქვს ესპანურ გუნდებთან: 6 მოგება 8 გავარდნის საპირწონედ.

„ბარსელონამ“ ინგლისურ გუნდებთან ბოლო 13 მატჩიდან მარტო ერთი წააგო.

კატალონიელები ინგლისელებთან 24 ორრაუნდიანი დაპირისპირებისას მომდევნო ეტაპზე 14-ჯერ გავიდნენ.

 

 

ბუქმეკერები

მანჩესტერის მოგება: 3,86

ფრე: 3,74

ბარსელონას მოგება»: 2,01

ბუქმეკერები „ბარსაზე“ დებენ, თუმცა ეჭვი არ ეპარებათ, რომ „მანჩესტერი“ გაიტანს.

მათ ასევე ჯერათ, რომ მატჩის გმირი ლეო მესი გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები