LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩესტერი ცუდად არის, იუვე ძველ ამბებს არ ეშვება – ამბები მოკლედ

64
manutdarsenal300919zze

„ბარსელონა“ ლუის სუარესს პიონტეკით ჩანაცვლებს და უკვე დამდეგ ზამთარს „მილანთან“ მოლაპარაკებებს დაიწყებს.

ფიფამ „კარდიფი“ დაავალდებულა „ნანტს“ 6 მილიონი ევრო გადაუხადოს ავიაკატასტროფაში დაღუპული ემილიანო სალას სანაცვლოდ.

ირანის გენპროკურორმა ფიფას მოთხოვნას ქალები ფეხბურთზე დაუშვან, მტრების შეთქმულება უწოდა.

„იუვენტუსმა“ ისევ შეიტანა აპელაცია 2005/06 წლებში „ინტერის“ ჩემპიონობაზე.

სასამართლომ ლეო მესის თაღლითობის ბრალდების საქმე დახურა.

ობამეიანგი „არსენალის“ პირველი ფეხბურთელია ბერგკამპის შემდეგ, რომელმაც 7 ტურში 7 გოლი გაიტანა.

სულშერმა „მანჩესტერის“ მწვრთნელის რანგში 49 ქულა მოაგროვა 28 პრემიერლიგურ მატჩში. ჟოზე მოურინიოს ბოლო 28 შეხვედრაში 51 ქულა ქონდა.

„მანჩესტერმა“ 9 ქულა მოაგროვა ბოლო 7 მატჩში – ეს ყველზე ცუდი შედეგია ბოლო 30 წელიწადში.

პობამ მე-100 მატჩი ჩაატარა პრემიერლიგაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები