ხანძრის ჩაქრობისას, კვამლი რომ ხელისშემშლელი ფაქტორია ეს ყველამ იცის. ამ დროს მეხანძრეები საკმაოდ რთულ სიტუაციაში არიან, ისინი პრაქტიკულად ვერაფერს ხედავენ. როგორც ჩანს, მანჩესტერის მეხანძრეებმა გამოსავალი იპოვეს.
მათ მფრინავ დრონზე დაამაგრეს ინფრაწითელი კამერა, რომლის მეშვეობითაც მაშველებს კვამლშიც კარგი ხედვა ექნებათ. Aeryon SkyRanger – კვადროკოპტერია, რომელიც იწონის 2,5 კილოგრამს. მას 40 წუთის ფრენა შეუძლია, 120 მეტრის სიმაღლეზე და 2 კილომეტრის მანძილზე.