LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანჩინი იტალიაში მწვრთნელებს შორის ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

12

ცნობილმა იტალურმა გამოცემა La Gazzetta Dello Sport-მა  სერია ა-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელების და ფეხბურთელების ვინაობა გამოავლინა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი მილანის “ინტერის” თავკაცი რობერტო მანჩინია. “ნერაძურის” თავკაცი წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მეორე პოზიციას ტურინის “იუვენტუსის” დამრიგებელი მასიმილიანო ალეგრი 3.5 მილიონი ევროთი იკავებს.

მესამეზე  “რომას” მწვრთნელი რუდი გარსიაა 2.8 მილიონი ევროთი.

მეორე მილანური გრანდის  თავკაცი – სინიშა მიხაილოვიჩი კი წელიწადში    2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეების სათავეში “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსია. 32 წლის ფეხბურთელი წელიწადში 6.5 მილიონ ევროს იღებს.

“ნაპოლის” ფორვადის გონსალო იგუაინის ანაზღაურება 5.5 მილიონ ევროს შეადგენს.

“იუვენტუსის” ფრანგი ნახევარცმველი პოლ პოგბა კი 4.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

კლუბებს შორის ხელფასების სახით ყველაზე მეტ თანხას “იუვენტუსი” გასცემს. ”ბებერ სინიორას” ყველა მოთამაშის ხელფასი წელიწადში 124 მილიონი ევრო უჯდება.

მეორე ადგილზე “რომაა” – 113 მილიონი,  მესამეზე – “მილანი” (101 მილიონი), მეოთხეზე  კი – “ინტერი” (94 მილიონი).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები