„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მოსახლეობას მიმართავს და ჰპირდება, რომ მათ პრობლემებს არ დაივიწყებს და მანდატის გარეშეც მოაგვარებს.
ამასთან, ჟორჟოლიანი წერს, რომ მთავარი ბრძოლა ახლა იწყება.
“ახლა არჩევნები ცოტა ხნით დავივიწყოთ და მინდა მოგმართოთ ყველას, ვინც ამ დღეების მანძილზე გნახეთ.
იცოდეთ, ყველა პირობა ძალაში რჩება.
მე, მანდატის გარეშე მოვაგვარებ თქვენს უმძიმესს, პერსონალურ პრობლემებს.
არ გეგონოთ შორეულ მომავალზე ვსაუბრობდე, ხვალიდან შევუდგები თითოეული თქვენგანის ისტორიების განხილვას.
წყალტუბო მადლობა ამ შედეგისთვის. იცოდე ცხოვრების ბოლომდე ვარ შენთან ვალში და უკვე ვიცი გზა, როგორ უნდა ვიყოთ ერთად.
სამტრედია, ძალიან შემიყვარდი.
ვანი, მაგრად იომეთ და არასოდეს დაგივიწყებთ.
ხონი, მარტო იმ პატარა გოგოსთვის ღირდა ამ რაიონის გაცნობა.
აწი იწყება მთავარი ბრძოლა. ამიტომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.