ქართულ ბაზარაზე დაბრუნებული MANGO გაყიდვებით კმაყოფილია. მენეჯმენტის ცნობით, მანგოს ორივე მაღაზიაში რეალიზაციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ამ დროისთვის ქსელში უკვე წარმოდგენილია ზამთრის კოლექციის ნაწილი, რომელსაც უახლოეს დღეებში ახალი პროდუქციაც შეემატება.
შეგახსენებთ, ესპანურმა ბრენდმა MANGO-მ საქართველოში ორი ახალი მაღაზია სექტემბერში გახსნა. მაღაზიები სავაჭრო ცენტრებში ,,თბილისი მოლში’’ და ,,ისტ პოინტში’’ მდებარეობს. Tbilisi Mall-ის მაღაზიაში, რომლის ფართობიც 500 მ²-ზე მეტია MANGO–ს ქალისა და ბავშვის კოლექციებია წარმოდგენილი, ხოლო East Point-ში მდებარე მეგა-მაღაზიაში შესაძლებელია MANGO–ს, MANGO Men–ის და MANGO Kids–ის კოლექციების შეძენა. MANGO საქართველოს ბაზრის აქტიურ ათვისებას გეგმავს.
