ჟურნალი „სარკე“ მანიკა ასათიანს უსვამს შეკითხვას, ეჭვიანობს თუ არა ის თავის მეუღლეზე და ბექას როგორი რეაქცია აქვს, როდესაც მეორე ნახევარი ხშირად არის გადაღებებზე ან მოგზაურობს, ზოგჯერ მის გარეშეც:
„მე საერთოდ ნული მაქვს ეჭვიანობის გრძნობა, არც ბექაა ეჭვიანი. ჩვენი ოჯახი ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული. თუ ერთმანეთს არ ენდობიან ადამიანები, მაშინ მათ ერთად ყოფნას აზრი არა აქვს.
მართლა მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი თუ კონცერტებით, თუ მეგობრებთან ერთად. ბექას არასდროს უთქვამს, მე ვერ მოვდივარ და შენც არ უნდა წახვიდეო. პირიქით, ყოველთვის ხელს მიწყობს, რომ გავემგზავრო“.