LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მანიკიურის [შილაკი] პროცედურა შეიძლება გახდეს კიბოს, ნერვული სისტემის დარღვევების, ჰორმონული დისბალანსისა და ინფექციური დაავადებების წყარო…“ – გიორგი ფხაკაძე მანიკიურის პროცედურის რისკებზე

351
გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე მანიკიურისგან გამოწვეულ ჯანმრთელობის საფრთხეებზე სოციალურ ქსელში წერს.

საერთაშორისო ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ყველამ უნდა იცოდეს იმ საფრთხეების შესახებ, რაც შესაძლოა სალონში აღნიშნული პროცედურით სარგებლობას მოჰყვეს.

ფხაკაძის თქმით, „საქართველოში დღეს არცერთი სილამაზის სალონი არ არის აკრედიტებული, ლიცენზირებული ან რაიმე ფორმით აღიარებული სახელმწიფოს ან საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით“

„Health.com-ის უახლესი ანალიზი და სხვა სამეცნიერო კვლევები აჩვენებს: ზოგიერთი მანიკიურის პროცედურა შეიძლება გახდეს კიბოს, ნერვული სისტემის დარღვევების, ჰორმონული დისბალანსისა და ინფექციური დაავადებების წყარო.

ძირითადი რისკები:

UV/LED ლამპები და კანის კიბო: Nature Communications (2023): 20 წუთიანი ექსპოზიცია UV ლამპაზე იწვევს დნმ-ის დაზიანებას და უჯრედული სიკვდილის ზრდას 70%-მდე.
იგივე UVA სხივები გამოყენებულია სოლარიუმებში და დაკავშირებულია ბასალურუნ უჯრედოვან კიბოსთან.

ქიმიური ტოქსიკურობა: ინგრედიენტები, როგორიცაა ტოლუოლი, ფორმალდეჰიდი და DBP, იწვევს ჰორმონულ დარღვევებს, ალერგიას და ნაყოფის განვითარებაზე უარყოფით გავლენას.
Environmental Health Perspectives (2021): მანიკიურის მომხმარებელ ქალებს შარდში დაფიქსირდა ამ ნივთიერებების გაოთხმაგებული დონე. ინფექციები და არასტერილური გარემო: ინსტრუმენტების ცუდი დეზინფექცია – ინფექციების წყარო. CDC-ის მიხედვით, ყველაზე ხშირი რისკებია ჰეპატიტი B და C, HPV და სოკოვანი ინფექციები. სუნთქვითი სისტემის დაზიანება: Occupational and Environmental Medicine (2020): მანიკიურის მასტერებში სუნთქვითი დარღვევების მაჩვენებელი ორჯერ მაღალია.

ახლა გადავიდეთ ქართულ რეალობაზე: სად ვდგავართ ჩვენ?

საქართველოში დღეს არცერთი სილამაზის სალონი არ არის აკრედიტებული, ლიცენზირებული ან რაიმე ფორმით აღიარებული სახელმწიფოს ან საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.

იგივე სიტუაცია გვაქვს შპრიცების, კანის კონტაქტური ნივთიერებებისა და სალონური პროცედურების რეგულირებაშიც.

ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, გვაქვს უფლება ვკითხოთ:

ეს სალონი აკრედიტებულია? დაცულია სტერილური და სანიტარიული წესები?

საქართველოში დღეს ქალები და მოზარდები თითქმის ყოველდღიურად იღებენ მანიკიურის მომსახურებას გარემოში, რომელიც არ არის დადგენილი სტანდარტების ქვეშ. ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი – ეს უკვე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევაა. სახელმწიფომ უნდა ითანამშრომლოს პროფესიულ ასოციაციებთან და უზრუნველყოს აკრედიტაციისა და კონტროლის სისტემა, ხოლო ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა აირჩიოს: აკეთებს აკრედიტაციას, თუ აგრძელებს მუშაობას არაფორმალურად. მაგრამ მომხმარებლის თვალსაზრისით – დიახ, ეს აკრედიტაცია აუცილებელია.


როგორ დავიცვათ თავი:

აირჩიეთ მხოლოდ სანდო, სტერილური გარემოს მქონე სალონები, იკითხეთ გამოყენებული ნივთიერებების შემადგენლობა, მოითხოვეთ ერთჯერადი ინსტრუმენტები ან წაიღეთ თქვენი, გამოიყენეთ UV დამცავი ხელთათმანი ან SPF კრემი, ნუ ჩაიტარებთ პროცედურას დაზიანებულ კანზე, პერიოდულად დაისვენეთ ქიმიური პროდუქტებისგან.
სილამაზე უნდა ეფუძნებოდეს ხარისხს, პასუხისმგებლობას და პროფესიონალიზმს.დღეს არ გვყავს აკრედიტებული სალონები – მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გვჭირდება.
ჯანმრთელობა მხოლოდ კლინიკაში არ იწყება – ის იწყება ყოველდღიურ რუტინაში, სადაც ჩანს, ვის ენდობით თქვენს კანზე, ფრჩხილზე, სხეულზე“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

💅 მანიკიური და ჯანმრთელობის საფრთხეები – რაც ყველა ქალმა (და კაცმაც) უნდა იცოდეს, სანამ სალონში შევა 📌 პროფესორი გიორგი…

Posted by Giorgi Pkhakadze on ხუთშაბათი, 24 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g