რას სთხოვდით საახალწლოდ თოვლის ბაბუას – ამ შეკითხვით ცნობილ ადამიანებს მივმართეთ, მატერიალურის გარდა, მათ არამატერიალური სურვილებიც ჩაიფიქრეს, მათ შორის ერთი-ორი ფანტაზიის სფეროდან, და მაინც… ვნახოთ, რა სურვილები აქვთ მათ სანტასთან…
გოჩა თანდარაშვილი, იუმორისტი:
- ნიტუკა იყოს ძალიან კარგად
- 200 000 ლარი ჩემი მინიმალური ბედნიერებისთვის
- რუსეთი აღიგავოს პირისაგან მიწისა
სალომე გოგიაშვილი, ტელესახე:
- ჯანმრთელობა
- ბედნიერება
- ოცნებების ახდენა
პ.ს. ამის გარდა მართლა არაფერი მინდა. ოცნება კი ძალიან ბევრი მაქვს და თითქმის ყველა შვილებს უკავშირდება. ესეც, ასე (იღიმის).
კახი მამულაშვილი, პროდიუსერი:
- მშვიდობა ქვეყანაში…
- მეტი პოზიტივი ერში
- რასაც მომისჯიან, რომ გაქრეს ეს ნასამართლეობა დროზე. თუ სურვილია, ჩემ თავსაც ვუსურვებ (იღიმის). გირაოთი ვარ გამოშვებული, სასამართლო კი რამდენჯერმე გადაიდო…
მარიტა როხვაძე, მომღერალი:
მინდოდა, ჩემთვის დამეტოვებინა საახალწლო სურვილები, რომ მე და თოვლის ბაბუას გვცოდნოდა მარტო, მაგრამ სამიდან ორს გაგიმხელთ (იღიმის).
- ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველა მატერიალურზე მაღლა დგას ჩემი მშობლების ჯანმრთელობა. მინდა, ისინი ჯანმრთელები იყვნენ.
- რაც შეეხება მატერიალურს, სასწრაფოდ მესაჭიროება ავტომობილი (იცინის). რომელი? მგონი, შენ ხარ ჩემი თოვლის ბაბუ, ისე მეკითხები… (იღიმის), კარგი, გეტყვი – ძალიან მომწონს „რენჯ როვერ სპორტი“, ასევე არ ვიტყოდი უარს „აუდი Q7“-ზე…
ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი:
- ვინაიდან თოვლის ბაბუას არ ძალუძს, ის ადამიანები გამიცოცხლოს, ვინც მე მინდა, ამიტომ მას სხვა ტიპის სურვილების ასრულებას ვთხოვ – ჩემი ახლობლების მუდმივი ჯანმრთელობა უზრუნველჰყოს. ჩემი ქვეყანა გაამთლიანოს, ეკონომიკა ამიყვავოს, ტერორიზმი აღმოფხვრას და მშვიდობა დაამყაროს მსოფლიოში.
- 4-5 საგზურს ვთხოვდი ამერიკაში, ნიუ-იორკში, რომ მე და ჩემი მეგობრები წავიდეთ და ახალი წლის აღნიშვნა იქ დავასრულოთ (იცინის). ასევე ვთხოვდი „მერსედეს ბენც G კლასს“… მინდა, საინტერესო წელიწადი მქონდეს, უფრო მეტი ბედნიერი დღე, ვიდრე 2015-ში, ახალი და საინტერესო როლები, დაბოლოს, შემოსავალსაც ვთხოვდი, რადგან მატერიალურზე უფრო მეტი აქცენტი გავაკეთე, პირდაპირ ფულს ან მეტ შემოსავალს, ვიდრე 2015-მა მომიტანა (იცინის).
მაკა ცინცაძე, ტელეჟურნალისტი:
- მშვიდობა
- ჯანმრთელობა
- მეტი ურთიერთპატივისცემა და სიყვარული, ერო (იღიმის).
ნინო მურღულია