არასტაბილური გეოპოლიტიკური ვითარების გამო ინფლაციის დონე მთელს მსოფლიოში იზრდება. ეს კი ხელფასების შემცირებას და ზოგჯერ სამუშაო ადგილების გაუქმებასაც იწვევს. ასეთ დროს როგორც წესი, კრიმინალი იმატებს და ერთ-ერთ პირველ ადგილს ავტომობილის გაქურდვის ფაქტები იკავებს. ქურდები ყველაზე ხშირად საბურავებს ან კატალიზატორს ხსნიან. თუმცა, აშშ-ში ახალი ტენდენცია დაფიქსირდა. ადგილობრივი კრიმინალები ფანჯრებს ამტვრევენ და Chevrolet Malibu-ს საჭეს იპარავენ.
ყველაზე მეტი ასეთი ქურდობა დეტროიტის მეტრო სადგურის სიახლოვეს დაფიქსირდა. პოლიციის ინფორმაციით, ქურდები მუდმივად ერთსა და იმავე მეთოდს იყენებენ, ამტვრევენ ფანჯარას, აღწევენ სალონში და საჭე მიაქვთ. თანაც ყველა ქურდობა Chevrolet Malibu-ს შეეხება. სავარაუდოდ, ქურდებს არა თავად საჭე, არამედ უსაფრთხოების ბალიშები აინტერესებთ. საინტერესოა, რომ ამერიკელები ასეთ პრობლემას რამდენიმე წლის წინაც გადააწყდნენ და მსხვერპლი მაშინაც „მალიბუ“ იყო. საქმე ისაა, რომ პოპულარულ ამერიკულ მოდელს საჭე ძალიან მარტივად ეხსნება და ბოროტმოქმედების რჩეული ის სწორედ ამიტომ გახდა.