LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაოცებს კალაძის კომენტარი… უკრაინა ომში გითრევს, ზელენსკი სააკაშვილის მეგობარია და არა საქართველოსი: ირმა ინაშვილი

938
Capture11

თბილისის მერის კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, „რა ნეიტრალიტეტზეა საუბარი მაშინ, როდესაც მეგობარ ქვეყანაში ომი მიმდინარეობს, ადამიანები იხოცებიან, ქვეყანა ინგრევა, ქალაქები ნადგურდება? [რუსეთში] ასეთი ვიზიტები ნამდვილად არ არის მისაღები“, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ირმა ინაშვილს „აოცებს“ კახა კალაძის კომენტარი, რადგან „მეგობარი ქვეყანა [უკრაინა] ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც“.

მისივე განმარტებით, მეგობარი ქვეყანა [უკრაინა] ომში გვითრევს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი მიხეილ სააკაშვილის მეგობარია და არა საქართველოსი.

ინაშვილი განმარტავს, რატომ მართავს მოსკოვში შეხვედრებს: უნდა ვესაუბროთ რუსეთს ნეიტრალიტეტზეც, მშვიდობაზეც

„მაოცებს კახი კალაძის კომენტარი. მეგობარი ქვეყანა ომშია და ნეიტრალიტეტზე ამიტომ, თურმე, არ უნდა ვილაპარაკოთ. ამ დროს მეგობარი ქვეყანა ნეიტრალიტეტსაც იხვეწება და პუტინთან შეხვედრასაც.

ეს მეგობარი ქვეყანა ომში გითრევს და რით ვერ გაიგეთ, რომ ზელენკსი სააკაშვილის მეგობარია, არც საქართველოს და არც თავად უკრაინის მეგობარი არ არის. ვიმეორებ: ორი თვის წინ რონ დაეწყო ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი, თავის ქვეყანას ომს ააცილებდა“, – წერს ირმა ინაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები